პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ერთ დროს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი ასე სახედაკარგული როგორ აღმოჩნდი” – ნოე სულაბერიძე

ტელეიმედიქართული ოცნება

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ნიკოლოზ რაჭველს მედროვეობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთ დროს ნიჭიერი მუსიკოსი დღეს „სახედაკარგულია“.

,, ერთ დროს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი ასე სახედაკარგული როგორ აღმოჩნდი” – ნოე სულაბერიძე
ალია

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ნიკოლოზ რაჭველის ფეისბუქ-პოსტს პასუხობს, სადაც ის ,,იმედის” შესახებ წერს:

,,მედროვეობა უნიკალური თვისებაა და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს ფანტასტიურად გამოსდით. სამწუხაროდ ისინი ყველგან არიან, მათ ხშირად ვაწყდებით, უბრალოდ მათი მხილება დროის ამბავია

ნათელი დღესავით მახსოვს 2012 წელს შენთვის უკვე დამარცხებული არჩევნების შემდეგ, როგორ გამოაბიჯე ფილარმონიასთან შეკრებილ ქართული ოცნების მხარდამჭერებთან და ბოდიშს უხდიდი გვერდით რომ არ დაუდექი როცა საჭირო იყო, თან ისე, რომ შენივე მეგობრები უარყავი და დარბაზშივე დატოვე. მერე იყო შენი ხანგრძლივი პრაგმატული კოჰაბიტაცია, ისე რომ თან სახელმწიფო გამოგეყენებინა და თან ლატენტურად შენს ვიწრო სოციუმში ყავით ხელში დაგეგმო. როცა ქვეყნის მოღალატედ აცხადებ ყველას, იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც დილით და ღამით შენობას ალაგებს, ზუსტად იცი, რასაც აკეთებ. აწი რაც არ უნდა გადააკეთ-გადმოაკეთო სტატუსი, სახე და შინაარსი მაინც ერთია

სამწუხაროა, ერთ დროს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი ასე სახედაკარგული როგორ აღმოჩნდი. შენს ყოფილ კოლეგებს ალბათ დრონებსაც სიამოვმებით გამოუგზავნიდი, ამის შესაძლებლობა, რომ გქონდეს

მე, დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი კოლეგა და ჩვენი არხის უძვირფასესი დამლაგებლები ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ისტორიის ამ მნიშვნელოვან დროს, ვიყავით აქ, იმედში, იქ სადაც ასე გვეამაყება ყოფნა“

“მრცხვენია, რომ ამ მოღლატეობრივი და ანტი ქართული მაუწყებლობის ისტორიას უკავშირდება ჩემი სახელი…” – ნიკოლოზ რაჭველი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მრცხვენია, რომ ამ მოღლატეობრივი და ანტი ქართული მაუწყებლობის ისტორიას უკავშირდება ჩემი სახელი…” – ნიკოლოზ რაჭველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები