პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...

რუსთავი 2

ბათუმის დინამომ ეროვნულ ლიგაში რუსთავი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ბათუმელებმა კომპენსირებულ დროში გაიტანეს, რის შემდეგაც რუსთავი საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად ჩამოშორდა.

ბათუმის "დინამომ" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და მომავალ ტურში რეალური შანსი აქვს, პირველი ადგილი დაიბრუნოს. არადა, მოვლენები სულ სხვა სცენარით შეიძლებოდა, განვითარებულიყო.

პირველი ტაიმი "რუსთავის" იყო. გია ცეცაძის შეგირდებს ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ. ჯერ მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა სოლომონ კესიმ ვერ ისარგებლა რეალური შანსით, ხოლო შემდეგ ერთ ეპიზოდში ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს.

ბათუმელები მეორე ტაიმშიც შებოჭილები ჩანდნენ. მალე რუსთაველებმა უპირატესობა გოლად აქცია - ლუკა პარკაძის მიერ 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი აუღებელი აღმოჩნდა ლაზარე კუპატაძისთვის.

თამაშში გარდატეხა მოხდა მე-80 წუთზე, როცა რუსთაველთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ბურთისკენ წასულ ბათუმელს ოლივეირამ ხელი ჰკრა და არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათითაც დასაჯა, რასაც ავტომატურად გაძევებაც მოჰყვა.

კალანდარიშვილმა პენალტი გამოიყენა და ბათუმელებს ფრთები შეესხათ. სტუმართა კარის შტურმი კომპენსირებულ დროში უერდი მარას გოლით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია ლუკა წულუკიძის პასიც.

საბოლოოდ 2:1. მომდევნო ტურში (27 ნოემბერი), რომელიც შუა კვირაში გაიმართება, ბათუმის "დინამო" (62 ქულა) "დილას" უმასპინძლებს, ხოლო "რუსთავი" (56 ქულა), რომელიც ფაქტობრივად ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას, 25 ნოემბერს "მეშახტეს" უმასპინძლებს.

დინამო (ბთ)-რუსთავი 2:1

0:1 პარკაძე (55, კესის პასით), 1:1 კალანდარიშვილი (80, პენალტით), 2:1 მარა (90+2, წულუკიძის პასით)

დინამო: კუპატაძე, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალეი 65), ალთუნაშვილი, მარა, კირკიტაძე (პაულო ვიტორი 65), ეშეტე (გ. ჯაფარიძე 46), შენგელია (წულუკიძე 46), მანდრიჩენკო (კალანდარიშვილი 77)

რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, ოლივეირა, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, კაკაშვილი (ნ. ჯაფარიძე 82), ოსეი (კაპანაძე 82), უბილავა (სეიხასი 66), პარკაძე (დე ალმეიდა 66), კესი (გუჯაბიძე 74)

არბიტრი: ალეკო აფციაური

78-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს დავიდ ოლივეირა (რუსთავი)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები