პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-13 ტურში „ექსელსიორმა“ გასვლაზე „ფეიენოორდი“ 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში გოლი ირაკლი იეგოიანმა გაიტანა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
სპორტალი

ერედივიზიონის მე-13 ტურში „ექსელსიორმა“ გასვლაზე, პირთამდე სავსე სტადიონზე 51 177-იან სტადიონზე, ერთ-ერთი ლიდერი „ფეიენოორდი“ 3:2 დაამარცხა.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ექსელსიორის“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია - 6 წაგება და 2 ფრე. უნდა ითქვას, ამ გუნდს უფრო ძლიერ მეტოქეეებთან უკეთ გამოდის თამაში.

სტუმართა გუნდის შემტევმა ირაკლი იეგოიანმა როტერდამულ დერბიში გაიტანა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

იეგოიანმა ისევ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Whoscored 7.7, Flashscore 6.8, Sofascore 6.6.

„ექსელსიორი“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მე-12 ადგილზეა და 28 ნოემბერს „ტელსტარს“ უმასპინძლებს.

როტერდამი. „დე კუიპი“

ფეიენოორდი - ექსელსიორი 2:3

გოლები: 1:0 რიდი (2), 1:1 დომინგესი (6), 1:2 იეგოიანი (40, პენ), 1:3 ვიდელი (58), 2:3 პლუგი (67, საკ. კარში)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები