VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
თბილისის „დინამომ“ კაპიტან ნიკა ნინუას დუბლით „რუსთავი“ 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფი „სპაერისა“ და „გაგრას“ დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა.
თბილისის "დინამომ" პრინციპული თამაში მოუგო "რუსთავს" და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდის ლიდერობა ვერ იქნება მყარი მანამ, ვიდრე ტურის დარჩენილი მატჩები არ გაიმართება.
"დინამოს" მთავარ გმირად გუნდის კაპიტანი ნიკა ნინუა იქცა. თუმცა მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის "სტანდარტების" დიდოსტატია. უბრალოდ, მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა ჯერ მის მიერვე გამომუშავებული 11-მეტრიანი აქცია გოლად, ხოლო შემდეგ თავის სტილში შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
"დინამომ" აშკარად აჯობა მეტოქეს და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს - თბილისელებმა სრულად გაანეიტრალეს რუსთაველთა ყველა კოზირი და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა. "რუსთავს" კი ერთხელაც გაუჭირდა კონკურენტთან, რაც გია ცეცაძის გუნდის საჩემპიონო შანსები საეჭვო გახადა.
დღის პირველ შეხვედრაში "სპაერმა" და "გაგრამ" უგოლო ფრე ითამაშეს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მინდორზე. სხვა შემთხვევაში, ორივე გუნდი შეიძლებოდა, დაკმაყოფილებულიყო თითო ქულით, მაგრამ არა - ამ სიტუციაში, როცა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა კიდევ უფრო სათუო გახდა.
რუსთავი-დინამო (თბ) 0:2
0:1 ნინუა (37, პენალტით), 0:2 ნინუა (62)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი, ნაკანო (კაკაშვილი 77), გუჯაბიძე (იაკობიძე 68), უბილავა (სეიხასი 68), დე ალმეიდა (პარკაძე 77), კენიო (კესი 59), პ. ოსეი
დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, ნინუა, ბ. ოსეი (66. სანტუსი), უელტონ კარვალიო, ხარაიშვილი (ჰური 46), ტეიშეირა (კვარაცხელია 59), ვაწაძე (ბა 52)
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი
სპაერი-გაგრა 0:0
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, თ. ცეცხლაძე, გოლუბიანი (მაისურაძე 61), ჯიბრილი (ინჯგია 61), ცირდავა (ცალუღელაშვილი 76), გეგიაძე (გ. ცეცხლაძე 74), კოხრეიძე (ბასილაშვილი 87)
გაგრა: ვორობეი, სადღობელაშვილი (სკრიპნიკი 65), ნაზაროვი, პორფირიო, კლაუდინეი, ცინცაძე, ბორჟესი (გურჩიანი 73), გოშთელიანი (ფეიქრიშვილი 55), ვანდერსონი, ხაჩიძე (ბლიზნიჩენკო 46), მუჯირი (სლავიცკი 65)
არბიტრი: ალეკო აფციაური
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…