პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის

ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა „სპაერმა“ ბათუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა და გუნდს 16-მატჩიანი მოუგებელი სერია შეაწყვეტინა. მატჩის გამორჩეული მომენტი ასკურავას მიერ მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლი იყო.

"სპაერმა" დაასრულა 16-მატჩიანი მოუგებელი სერია და თან ვისთან - "ქამბექით" სძლია ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ბათუმის "დინამოს", რომელსაც ბოლოს ზედიზედ 5 მოგება ჰქონდა და დამაჯერებლადაც ლიდერობდა ეროვნულ ლიგას.

შესაძლოა, ბათუმელებს ეს მარცხი პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდეთ. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჭიაბრიშვილის შეგირდებმა არ დააფასეს მეტოქე, მით უმეტეს მას მერე, რაც მე-12 წუთზე წინ გავიდნენ - იოლი გამარჯვების ილუზია გაჩნდა.

"სპაერი" სულ სხვა გუნდი იყო მეორე ტაიმში. დიდებული იყო ასკურავას გოლი - მოედნის ცენტრის სიახლოვეს, აუტის ხაზთან მიიღო ბურთი, როცა საჯარიმოს ხაზთან გამოსული ყალიჩავა შენიშნა და პირდაპირ ჩაახვია კარში!

ბათუმელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, მაგრამ მომხდარით შოკირებულებმა ვერ ააწყვეს გააზრებული თამაში და მომენტებიც ვერ შექმნეს. ლიდერს კინაღამ ბუნტურის ავტოგოლი დაეხმარა. "სპაერის" ბედად თამაში მალევე დასრულდა.

ბათუმის "დინამო" 59 ქულით პირველ ადგილზე რჩება, სანამ ორშაბათს "იბერია 1999" ითამაშებს. მომდევნო ტურში აჭარლები "რუსთავს" უმასპინძლებენ, "სპაერი" კი, რომელსაც გადარჩენის შანსი გაეზარდა, "მეშახტეს" მიიღებს.

სპაერი-დინამო (ბთ) 3:2

0:1 მარა (12, მანდრიჩენკოს პასით), 1:1 სამხარაძე (49, პენალტით), 2:1 ცირდავა (52, თ. ცეცხლაძის პასით), 3:1 ასკურავა (69), 3:2 ბუნტური (90, საკუთარ კარში)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე (პირტახია 90+2), ასკურავა, მაისურაძე (ცალუღელაშვილი 73), ცირდავა (ქაჩიბაია 90+2), თ. ცეცხლაძე, გეგიაძე (მატენჯვა 66), გ. ცეცხლაძე (ინჯგია 66)

დინამო: ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალეი 57), ალთუნაშვილი, შენგელია (ეშეტიე 61), მარა (მაჰმუტოვიჩი 71), იმრანი, პაულო ვიტორი (კირკიტაძე 46), მანდრიჩენკო (წულუკიძე 57)

არბიტრი: ცოტნე სამსონაშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები