VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ეროვნული ლიგის მატჩში „რუსთავმა“ „სამგურალი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები კესიმ და სეიხასმა გაიტანეს, რის შედეგადაც გია ცეცაძის გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შანსები გაიუმჯობესა.
"რუსთავმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. გია ცეცაძის გუნდისთვის ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ბონუსი იყო ბათუმის "დინამოს" წაგება, რამაც ქვემოქართლურ გუნდს შანსი გაუზარდა.
"სამგურალისგან" კი გასაკვირია ასეთი თამაში. გუნდმა, რომელმაც იცის გოლების გატანა, ამჯერად შანსებიც ვერ შექმნა. არადა, წყალტუბოელებს ჯერ კიდევ არ აქვთ გადაჭრილი ეროვნულ ლიგაში დარჩენის პრობლემა.
"სპაერის" გამარჯვების შემდეგ, დისტანცია პლეი-აუტის ზონასთან 3 ქულით შემცირდა. ჩემპიონატის ფინიშამდე 4 ტური დარჩა და თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს წყალტუბოელთა არხეინობამ, ეს კლუბში კარგად უნდა ესმოდეთ.
რუსთავი-სამგურალი 2:0
1:0 კესი (65, იაკობიძის პასით), 2:0 სეიხასი (86, ალმეიდას პასით)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, ოლივეირა, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, კაკაშვილი (60. ნაკანო / 69. გუჯაბიძე), კენიო (60. პ. ოსეი), უბილავა - კესი (69. სეიხასი), პარკაძე (60. დე ალმეიდა)
სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, შათირიშვილი, პაბულო რიანი, შერგელაშვილი (გოგია 72), ვინისიუს გაბრიელი, გაფრინდაშვილი (ცეცხლაძე 72), ჟან კარლოსი (იაშვილი 88), მანჯგალაძე (ბიძინაშვილი 58), კრასოვსკი (სირაძე 58), სებოლინია
არბიტრი: ირაკლი შენგელია
მე-18 წუთზე ჯექსონ კენიომ (რუსთავი) ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…