პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება

თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას საფრთხე არ ემუქრება და ამომრჩეველი არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიებისგან უნდა იყოს დაცული.

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება
იმედინიუსი

ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება, - განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის ნინო ჯურხაძის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც ამომრჩევლის არჩევანის უფლებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის თანახმად თავად ამომრჩეველიც დაცული უნდა იყოს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიისგან.

„როდესაც აღნიშნული საფრთხე არის რეალური და მყისიერი, თავად ამომრჩევლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ არ აღმოჩნდეს იმგვარ სპირალში, რომელიც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს დემოკრატიისთვის კრახით.

როცა საუბარია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს რამეს ვუზღუდავთ, გაიხსენეთ აღნიშნული არაკონსტიტუციური პარტიების ქმედება საკუთარ ამომრჩეველთან მიმართებაში, როდესაც ამომრჩეველმა მათ მანდატი გადასცა და ეს მანდატები არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიებმა სახეში მიაყარეს საკუთარ ამომრჩეველს. დღეს ადასტურებენ რომ ეს ჯანსაღი მიდგომაა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევა გოცირიძე "ოცნებას": რა გამოდის, 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები