პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ინიციირება რომ მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად დაკვეთა საზოგადოების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყება საზოგადოების დაკვეთა იყო და მას სხვა პარტიების გაბრაზებული ამომრჩევლებიც გულშემატკივრობენ.

თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ინიციირება რომ მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად დაკვეთა საზოგადოების მხრიდან
იმედინიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ინიციირება რომ მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მმართველ გუნდს განცდა აქვს იმისა, რომ ამ პროცესს არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გულშემატკივრობს.

„ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვართ შესულები, ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ჩვენი მხრიდან რომ ამის ინიციირება მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, რომ ამ პროცესს გულშემატკივრობს არამხოლოდ ის მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, არამედ წეღან იყო საუბარი წარსულში სხვა პარტიების ამომრჩევლებზე, მათ შორის ამ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინაიდან რჩება განცდა იმისა, რომ ძალიან გაბრაზდნენ თუნდაც იმ პარტიებზე, რომლებმაც ხელცარიელი დატოვეს საკუთარი ამომრჩეველი იმით, რომ უარი თქვეს საპარლამენტო ცხოვრებაზე“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კიდევ ერთხელ, დადასტურდება, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში - თორნიკე ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები