პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებით გაგრძელდება - მოლოდინი, რომ მოპასუხეები სამართლებრივი კონტრარგუმენტების წარდგენას შეძლებენ, მოპასუხე მხარეს არ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებით განახლდება. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპონენტები ბრალდებების გაბათილებას აბსურდული განცხადებებით ცდილობენ.

მოლოდინი, რომ მოპასუხეები მომავალი კვირიდან მაინც შეძლებენ, სამართლებრივი კონტრარგუმენტების წარდგენას, მოპასუხეებს არ აქვთ. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებით გაგრძელდება. გუშინდელ, მე-17 სხდომაზე სააკაშვილის პარტიამ შეკითხვები ვერ ამოწურა. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში, მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობაში გაგრძელდა. თუმცა დარბაზშივე შეახსენეს კონკრეტული ფაქტები. მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს 227 გადაწყვეტილება, რომელიც სარჩელის ავტორების თქმით, სწორედ "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ მმართველობაზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საჯარო განხილვების შედეგად ჩიხში შესული მათი ოპონენტები წარდგენილი ბრალდებების გაბათილებას აბსურდული განცხადებებით ცდილობენ.

თავის მართლებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სისტემური დანაშაულებისგან დისტანცირებით ცდილობენ, თუმცა ჩამონათვალი ვრცელია - სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, აკაკი ოჩიგავას, ე.წ კასრებისა, თუ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს", რომლებიც პოზიციებს მუდმივად ერთმანეთთან ათანხმებენ, არჩეული აქვთ ტაქტიკა, თავი აარიდონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბარს, და ეცადონ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. სააკაშვილის პარტიის შემდეგ, მოსარჩელეებს კითხვებს გვარამიას კოალიცია დაუსვამს, რომლის ლიდერიც ამტკიცებს, რომ პარტიების წარსული გაუქმების წინაპირობას არ ქმნის.

საფრთხე რომ მომავალშიც არსებობს, სარჩელის ავტორების მტკიცებით, მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენებით დასტურდება, მათ შორისაა რევოლუციის 6 მცდელობა, რომელიც სახელმწიფომ 2019-2025 წლებში აიცილა. ძალადობრივი მეთოდები, შტურმი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოზე, პოლიციელებზე თავდასხმის, თუ მათი ცოცხლად დაწვის მცდელობები მოლოტოვის კოქტეილებით და ბოლოს - კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბოლო მცდელობა- პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, რაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა აღიარეს კიდეც.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "ნაციონალური მოძრაობის" შეკითხვების უმეტესობა წინა სხდომების დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიიჩნია, რომ პარტია სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. წარადგენს თუ არა სააკაშვილის პარტია საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებს მომდევნო, მე-18 სხდომაზე სამშაბათს გამოჩნდება. სწორედ 24 ნოემბერს განახლდება კონსტიტუციური სარჩელის განხილვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და მოსარჩელე მხარისთვის დასმული კითხვები - რომელმა კითხვამ შეიყვანა "ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივ ჩიხში და ჰქონდათ თუ არა მათ პასუხებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები