პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

საკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დინამიკის ზრდასთან ერთად მოპასუხე მხარის „აბსურდული განცხადებების კასკადი“ სულ უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს.

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
იმედინიუსი

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე რადიკალების მიერ გაკეთებული განცხადებები.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებამდე, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ვუერთდები სამძიმრის სიტყვებს. ყველანი ვართ უაღრესად დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ იმ პირებს, რომლებიც ახლა სამედიცინო დაწესებულებებში არიან და დაზარალდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ ოჯახის წევრების მიმართ იმ ადამიანებისა, რომლებიც სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, კონსტიტუციურ სარჩელს, თქვენ ითხოვეთ განმარტება, გარკვეული შეფასება იმისა, რაც ფაქტობრივად ერთთვიანი განხილვებისას დაფიქსირდა. საქმე იცით რაშია? ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში ჩვენ მოგვესმინა იმგვარი, ვიტყოდი, სენსაციურად არაკორექტული, სენსაციურად არაკომპეტენტური განცხადებები, რომელიც მოპასუხე მხარის მხრიდან გაკეთდა. რაც მთავარია, განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, ეს აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს. კითხვების ეტაპზეც კი, როდესაც უკვე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ჯერჯერობით ახლაც ამ ეტაპზე ვართ, ჩვენთან გადმოსულიყვნენ კითხვებით, კიდევ უფრო იმაზე სუსტად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ვიდრე თუნდაც ეს განვლილ ეტაპებზე ჩანდა“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაგრძელდება ჩვენი - მოსარჩელე მხარის კითხვებზე პასუხით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაშიც მოპასუხე ვერც ერთ კონკრეტულ არგუმენტირებულ პოზიციას და პასუხს ვერ წარმოადგენს შესაბამის ძალიან მწვავე კითხვებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები