თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაგრძელდება ჩვენი - მოსარჩელე მხარის კითხვებზე პასუხით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაშიც მოპასუხე ვერც ერთ კონკრეტულ არგუმენტირებულ პოზიციას და პასუხს ვერ წარმოადგენს შესაბამის ძალიან მწვავე კითხვებზე
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოპასუხე მხარე მოსარჩელის მწვავე კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხებს ვერც დღეს წარმოადგენს.

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება, მოპასუხე მხარე არგუმენტირებულ პოზიციებს ვერც დღეს წარმოადგენს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაგრძელდება ჩვენი - მოსარჩელე მხარის კითხვებზე პასუხით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაშიც მოპასუხე ვერც ერთ კონკრეტულ არგუმენტირებულ პოზიციას და პასუხს ვერ წარმოადგენს შესაბამის ძალიან მწვავე კითხვებზე. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს”, - განაცხადა ჭეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…