პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი – როგორია მისი მდგომარეობა

ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა, რომელსაც სხეულის 12% აქვს დამწვარი და რეანიმაციაში იმყოფება. მერის ცნობით, ქალი გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა.

74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი – როგორია მისი მდგომარეობა
ალია

74 წლის ქალი, რომელიც ქუთაისში სახლის აფეთქებისას დაშავდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პენსიონერს სხეულის 12 პროცენტი აქვს დამწვარი. ის მკურნალობას რეანიმაციურლ განყოფილებაში განაგრძობს.

74 წლის ქალი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, აქვს ასევე თერმო-ინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს და ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა, როგორი იქნება მისი მდგომარეობა. 12 % აქვს სხეულის ფართობის დაზიანებული, – ამბობს ექიმი გიორგი აბესაძე.

ქუთაისში, კორპუსის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორომაციით, ქალი მეხუთე სართულზე სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.

ადგილზე ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი მივიდა, რომლის ინფორმაციითაც, მარტოხელა ქალი ბინაში გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რასაც სავარაუდოდ, აფეთქება მოყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი - როგორია მისი მდგომარეობა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისის მერი ბინის აფეთქებაზე: საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები