ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
უცნობია ზუსტად როდის და რა მიზეზით დატოვა გიორგი გელაშვილმა თანამდებობა.
გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ 2025 წლის აპრილში დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. მას წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები სამართალდამცავ უწყებებში.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, გიორგი გელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მეგობარია.
„სტუდია მონიტორის“ თანახმად, მდინარაძე და გელაშვილი წლების მანძილზე პარტნიორები იყვნენ სხვადასხვა კომპანიაში. მედიის ცნობით, გელაშვილის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებს ინაწილებდნენ.
გიორგი გელაშვილის ცოლია პარლამენტის დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“ სალომე ჯინჯოლავა, რომელიც სანამ დეპუტატი გახდებოდა, ის პარლამენტში მამუკა მდინარაძის სამდივნოს უფროსის მოადგილე იყო. საჯარო უწყებებში იყვნენ დასაქმებული გიორგი გელაშვილის შვილი და მისი ქმარიც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…