პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ - გელაშვილი გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიქართული ოცნებატვ პირველისაქართველოს მთავრობა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი გელაშვილმა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მან და ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღეს.

ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ - გელაშვილი გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
TV პირველი

ესე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და მეც, ერთობლივად გადავწყვიტეთ და მირჩევნია, - ასე პასუხობს "პირველების" კითხვას გადადგომის მიზეზებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი გელაშვილი. "პირველების" ჟურნალისტმა გელაშვილს ჰკითხა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მის წასვლაზე. "ერთად, ერთდროულად მივიღეთ გადაწყვეტილება", - თქვა გელაშვილმა.

დამაზსუტებელ კითხვაზე როგორ დაემთხვა ერთდროულად, ხელმძღვანელობის და მისი მოსაზრებები გადადგომაზე, გელაშვილი პასუხობს: "ნუ, სამსახურია."

გიორგი გელაშვილი, მამუკა მდინარაძის ახლო მეგობარია, ისინი ერთად ფლობდნენ წარსულში იურდიულ კომპნიას. გელაშვილის მეუღლე სალომე ჯინჯოლია კი "ქართული ოცნების" დეპუტატია. "პირველებმა" გელაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა მდინარაძის მეგობრობა გადამწყვეტი საკითხი მის გაშვებაში. ის პასუხობს: "არა, არა , რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივე."

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გიორგი გელაშვილი ამ უწყებაში პირველი მოადგილე იყო.

"ტვ პირველის" შაბათის ეთერი მაყურებელს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უყვებოდა, რომ მამუკა მდინარაძის ახალი კომპანიის დაფუძნების დროს დოკუმენტები სწორედ გიორგი გელაშვილის სიძემ მოამზადა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელიც მდინარაძის ახლო მეგობარი იყო, პოსტი დატოვა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელიც მდინარაძის ახლო მეგობარი იყო, პოსტი დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები