პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი: TRIPP-ის პროექტის დაწყებას ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, TRIPP-ის პროექტის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც სომხეთი თავის ელექტროქსელს თურქეთთან და აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ნიკოლ ფაშინიანი: TRIPP-ის პროექტის დაწყებას ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ
იმედინიუსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 22 ნოემბერს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება.

მისი თქმით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი იქნება.

ამის შესახებ ფაშინიანმა ტექნოლოგიური გამოფენისა და კონფერენციის — Digitec 2026-ის ფარგლებში, NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტთან, რევ ლებარედიანთან გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „სომხეთის შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში - იდეიდან მოქმედებამდე“.

„ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ TRIPP-ის პროექტის დაწყებას. ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი. ჩვენ ჩვენს ელექტროენერგეტიკულ ქსელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან დავაკავშირებთ. ამ მიმართულებით სომხეთი უკვე დაკავშირებულია საქართველოსა და ირანთან. ვახორციელებთ ინვესტიციებს, რათა ელექტროენერგიის გადაცემა უფრო ეფექტიანი გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოუდგენელი ტრანსფორმაციაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

12 ნოემბერს კი სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება დამტკიცდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი - დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები