პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს, ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ევროკავშირის თანასწორობის პრინციპის დემონტაჟსა და წევრების სეგრეგაციაში ადანაშაულებს. განცხადება ეხება ცნობებს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შესაძლო დაწესებაზე.

დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს, ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს
იმედინიუსი

ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია განაგრძობს იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც თავის დროზე, სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ევროკავშირი შეიქმნა.

„თანასწორუფლებიანობა წარმოადგენს იმ ღერძს, რა პრინციპის გარშემო თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა და დღეს ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების აშკარა სეგრეგაცია მიმდინარეობს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ არის იმგვარი მოთხოვნები დადგენილი, რომელიც პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს მათ უფლებას, საკუთარი თავი დაიცვან ამ ბლოკში. ევრობიუროკრატიამ შეიძლება ისე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მას არაფერი.

„რა თქმა უნდა, ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს - თანასწორობას და ეს თანასწორობა ინგრევა დღითიდღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიამ ისე შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, საერთოდ არც ჰკითხოს არაფერი, დღითიდღე ინგრევა თანასწორობა, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით - რის გარშემოც ეს გაერთიანება იქმნებოდა, პრაქტიკულად, უკვე ნიველირებულია - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები