რატი იონათამიშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: თუ ევრობიუროკრატებს არ სურთ ევროკავშირის გაფართოება, მაშინ პირდაპირ უნდა გამოვიდნენ და თქვან ეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათ პირდაპირ უღალატეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ ევრობიუროკრატებს ევროკავშირის გაფართოება არ სურთ, პირდაპირ უნდა თქვან, რადგან ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებით მათ ევროკავშირის ღირებულებებს უღალატეს.

თუ ევრობიუროკრატებს არ სურთ ევროკავშირის გაფართოება, მაშინ პირდაპირ უნდა გამოვიდნენ და თქვან ეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათ პირდაპირ უღალატეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი და პირველ რიგში, მშვიდობასთან ერთად ეს არის თანასწორობის პრინციპის დაცვა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
ის ასე გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
„დღეს კანდიდატ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი მეორეხარისხოვანი ქვეყნები არიან, რომ მათ საზოგადოებებს არ აქვთ უფლება, აირჩიონ მთავრობები, ვინაიდან მათ უნდა დაამტკიცონ და თუ არ მოეწონებათ, გადააყენონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობები. იგივე ეხება სასამართლოებს და ხმის უფლებებს. საბოლოო ჯამში ასეთი დამოკიდებულებების გამო არის, რომ ისინი ძირს უთხრიან ევროკავშირის რეპუტაციას საზოგადოებებში”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…