სერგეი ლავროვი: ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ
სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ისე წარიმართება, რომ მიღწეული იყოს ვლადიმერ პუტინის მიერ 2024 წლის ივნისში დასახული მიზნები.

ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკების ხაზი უკრაინასთან დაკავშირებით ისე იქნება სტრუქტურირებული, რომ მიღწეული იყოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები, რომლებიც პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.
„ეს მიზნები პრეზიდენტმა პუტინმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…