პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი: რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას

დეპუტატი აკაკი ალადაშვილი მიხეილ სააკაშვილს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასა და ამორალურობაში ადანაშაულებს.

აკაკი ალადაშვილი: რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას
იმედინიუსი

რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა, რომელმაც კომენტარი მიხეილ სააკაშვილის პოსტზე გააკეთა.

სააკაშვილმა ციხიდან გაავრცელა მორიგი წერილი, სადაც ის გლოვის თარიღად 23 ნოემბერს ახსენებს, რის გამოც ხელისუფლება გააკრიტიკა, თუმცა მოგვიანებით მან პოსი წაშალა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, მოგეხსენებათ და როდესაც ამორალური პოლიტიკური ძალები, რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს ხელი გაუმართონ, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას, მათ ხასიათს და რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღედ 22 ნოემბერი გამოცხადდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის პოსტზე: არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, ტრაგედია მოხდეს, რაიმე უბედურება დატრიალდეს და ამით საზრდოობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები