პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის პოსტზე: არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, ტრაგედია მოხდეს, რაიმე უბედურება დატრიალდეს და ამით საზრდოობენ

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ლევან მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილს უმორალობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ტრაგედიებით საზრდოობს. სააკაშვილი კი ამტკიცებდა, რომ მთავრობამ გლოვის დღედ 23 ნოემბერი ვარდების რევოლუციის აღნიშვნის ჩასაშლელად გამოაცხადა.

ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის პოსტზე: არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, ტრაგედია მოხდეს, რაიმე უბედურება დატრიალდეს და ამით საზრდოობენ
იმედინიუსი

არანაირი მორალი, არანაირი ზნეობამ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც მან გლოვის დღის თარიღად 23 ნოემბერი მოიხსენია და ამის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.

„არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, რაიმე ტრაგედია მოხდეს, რაიმე უბედურება დატრიალდეს და ამით საზრდოობენ. შემდეგ ვუყურებთ ხოლმე, გამოდიან და რა პოსტებს წერენ, რა კომენტარებს აკეთებენ. დაცლილი არიან ყველანაირი ადამიანური შეგნებისგან, გრძნობისგან, ზნეობისგან, მორალისგან და ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლოთა გაერთიანებას”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ციხიდან პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ქოცებმა 23 ნოემბერი გამოაცხადეს გლოვის დღედ! არა 22, არა 21, არა 24, არამედ სწორედ 23. შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ დაანონსებული გვქონდა ვარდების რევოლუციის დღის აღნიშვნა?"

თუმცა, როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღედ 22 ნოემბერი გამოცხადდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი გლოვის დღის თარიღად 23 ნოემბერს ახსენებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს, რეალურად გლოვის დღედ 22 ნოემბერია გამოცხადებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები