პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი: ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისთვის და მიტინგზე ხალხის მოსაყვანად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ქადაგიშვილი: ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის
იმედინიუსი

ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი შეფასებით, ტრაგედიის გამოყენების ამგვარი მცდელობა ოპოზიციის მდაბიო ბუნების თვითლუსტრაციის მაგალითია.

„მიტინგზე ეპატიჟებიან ხალხს და მოჰყავთ მაგალითებად, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო პოლიტიკური ვითარება დაიძაბაო. დღესაც, ამ უბედური შემთხვევის, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა და გარკვეულად კერძო შემთხვევა იყო, განზოგადება უნდათ, რომ მათ მიტინგზე ხალხის მოსაყვანად გამოიყენონ. ამაზე უფრო მდაბიო თვითლუსტრაცია საკუთარი მდაბიო ბუნებისა, არ წარმომიდგენია, რომ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები