ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსამძიმრებს
ფონიჭალაში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბექტენოვის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.
ოლჟას ბექტენოვი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მოსახლეობას, დაღუპულთა ოჯახებს.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს.
ამ მძიმე წუთებში ყაზახეთი იზიარებს თქვენს მწუხარებას. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…