უნგრეთის საელჩო – ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ თბილისში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე განსაცდელის ჟამს უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას
უნგრეთის საელჩო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უდასტურებს. ტრაგედიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

საქართველოში უნგრეთის საელჩო ღრმა სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
როგორც საელჩოს სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას.
„ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც ეს დამანგრეველი ტრაგედია გამოსცადეს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდს გადის – ძალასა და გამძლეობას. ამ მძიმე განსაცდელის ჟამს უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…