ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში გაზის აფეთქებით დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს; შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობამ კი გლოვის დღე გამოაცხადა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიამთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ფონიჭალაში მცხოვრები: ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“. ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური, მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“ ძალიან მალე მოვიდა სამაშველო. დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები
კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…