პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სავალუტო ბიზნესში დაბანდების მოტივით მოქალაქეებისთვის 187 960 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა დაზარალებულებს შესთავაზა ყოველთვიური მოგების სანაცვლოდ სავალუტო ბიზნესსაქმიანობაში თანხების დაბანდება. ამასთან დააიმედა ისინი, რომ ძირითადი საბრუნავი ფინანსური საშუალებები ყოველთვის გააჩნდა ქეშად და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეძლებდნენ ე.წ. ძირი თანხის გატანას. ამ მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულებს 187 960 ლარი გამოართვა და პირადი მიზნებისთვის განკარგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ,ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამოტყუებით დაეუფლა 187 956 ლარს - დააკავეს 1 პირი
თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს - ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…