რატი იონათამიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების ახალ წესებზე: მთავარი ღირებულება, რასაც ევროკავშირი დაეფუძნა, ეს იყო თანასწორობის პრინციპის დაცვა. საგანგაშო მდგომარეობა არის ევრობიუროკრატიაში და ეს ადამიანები ნამდვილად ღალატობენ იმ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებულია ევროკავშირის იდეა
რატი იონათამიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების ახალ წესებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევრობიუროკრატიაში საგანგაშო მდგომარეობაა და ისინი ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებს, მათ შორის თანასწორობის პრინციპს, ღალატობენ.

მთავარი ღირებულება, რასაც ევროკავშირი დაეფუძნა, ეს იყო თანასწორობის პრინციპის დაცვა. საგანგაშო მდგომარეობა არის ევრობიუროკრატიაში და ეს ადამიანები ნამდვილად ღალატობენ იმ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებულია ევროკავშირის იდეა, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების ახალ წესებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს გაწევრიანების ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც, ბლოკის ახალ წევრებს 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი დაუწესდებათ.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატები თუ გაფართოების წინააღმდეგები არიან, ეს პირდაპირ უნდა თქვან.
„მთავარი ღირებულება, რასაც ევროკავშირი დაეფუძნა, ეს იყო თანასწორობის პრინციპის დაცვა. თანასწორობა არის ის ღირებულება, რომელიც ყოველთვის ყველაზე მიმზიდველი იყო ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროკავშირში. იგივე გადაწყვეტილების მიღების საკითხები და ა.შ.
ევრობიუროკრატები თუ არიან გაფართოების წინააღმდეგები, მათ ეს ყველაფერი ღიად უნდა თქვან და უნდა განუცხადონ კანდიდატ ქვეყნებს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით. ვინაიდან, თანასწორობის პრინციპის და ამ იდეის გაზიარებისთვის ვინც მიიწევს ევროკავშირისკენ და იქ დახვდებათ უთანასწორობა, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელიც არის და შეუძლებელიც.
ასეთი დამოკიდებულებები საბოლოო ჯამში, თვითონ ევროკავშირს, როგორც ინსტიტუტს უთხრის ძირს და გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას.
ანუ მონტენეგროს მაგალითზე რომ დავინახოთ რას საუბრობენ ისინი - ქვეყანამ უნდა დაკარგოს სუვერენიტეტი, ანუ მთავრობის წევრები, მოეწონება თუ არ მოეწონებათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებსაც შეგახსენებთ, რომ თვითონ ევროპაშიც არჩეულები კი არ არიან, არამედ სხვა ევრობიუროკრატების მიერ არიან დანიშნული, მოეწონებათ თუ არა მთავრობა ე.წ. ვეტინგი უნდა ჩაუტარონ და გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეთ. ასევე, ვეტინგი უნდა ჩაუტარონ და გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეთ მოსამართლეების და სასამართლოსი და ახლა იმასაც ამბობენ, რომ უთანასწორო, მეორე ხარისხოვანი ქვეყანა უნდა გახდეს, თუ კი მისცემენ უფლებას მონტენეგროს და დაამადლებენ და გახდიან ევროკავშირის წევრად, მაშინ ფაქტობრივად, მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას აპრიორი უკრძალავენ.
ჩვენ ამ პოზიციების გაცხადებით ვიგებთ იმას, რომ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობა არის ევრობიუროკრატიაში და ეს ადამიანები ნამდვილად ღალატობენ იმ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებულია ევროკავშირის იდეა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…