პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ

ნინო წილოსანმა ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შესაძლო დაწესებას დამამცირებელი ორმაგი სტანდარტი უწოდა და განაცხადა, რომ კანდიდატებს უჩნდებათ კითხვა, ღირს თუ არა ასეთ გაერთიანებაში შესვლა.

წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
იმედინიუსი

გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.

წილოსანის განცხადებით, უფლებების შეზღუდვის მცდელობა ახალი წევრებისთვის დამამცირებელი მიდგომაა.

„ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ. როდესაც წევრ სახელმწიფოს არ შეეძლება 10 წლის განმავლობაში მისი მოსაზრება დააფიქსიროს იმგვარად, როგორც ამას ძირძველი წევრები აკეთებენ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დამამცირებელი მიდგომა ახალი წევრების მიმართ და რა თქმა უნდა ლოგიკურად უჩნდება კანდიდატ სახელმწიფოებებს კითხვები, - ღირს თუ არა ასეთ გაერთიანებაში შესვლა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობონინო წილოსანი – ნებისმიერი თავმოყვარე ერი და სახელმწიფო გააპროტესტებს ისეთ მიდგომას, როცა ევროკავშირში თითქოს უპირატესი და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების კლასტერი ყალიბდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: თუ ევრობიუროკრატებს არ სურთ ევროკავშირის გაფართოება, მაშინ პირდაპირ უნდა გამოვიდნენ და თქვან ეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათ პირდაპირ უღალატეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები