პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა. მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

დავით სონღულაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.

ეს უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ თითოეულ მათგანს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უკრაინის საელჩო – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები