პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

76 წლის ასაკში თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა. ის 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და დინამოს ოქროს თაობის წევრი იყო.

გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
სპორტალი

ქარ­თულ ფეხ­ბურთს დიდი და­ნაკ­ლი­სი აქვს - 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი გოჩა მა­ჩა­ი­ძე - ის გახ­ლდათ 70-იანი წლე­ბის დიდი "დი­ნა­მოს" ოქ­როს თა­ო­ბის წევ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩე­ბის ღირ­სე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე.

კარიერის საუკეთესო წლები თბილისის "დინამოში" გაატარა (1971-80), შემდეგ ძმასთან, მანუჩარ მაჩაიძესთან ერთად, ითამაშა "გურიაში", მოსკოვის "სპარტაკსა" და ქუთაისის "ტორპედოში".

იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978). მანამდე, 1977 წელს, გახდა ვერცხლის პრიზიორი, ხოლო 1976 წელს - ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი.

იყო საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ორგზის გამარჯვებული (1976, 1979) და ფინალისტი (1980), ხოლო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლისმედალოსანი (1979).

Sportall.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს გოჩა მა­ჩა­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გოჩა მა­ჩა­ი­ძის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თულ სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიგარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები