პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო

ლუკა ლოჩოშვილი სამმატჩიანი პაუზის შემდეგ „კიოლნის“ შემადგენლობაში „ბაიერნთან“ მატჩში დაბრუნდა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.

ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
სპორტალი

ბუნდესლიგის მეათე ტურში „ბაიერნისა“ და „კიოლნის“ საკმაოდ სანახაობრივი მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ყველა ტურნირზე გამოტოვებული სამი შეხვედრის შემდეგ დაბრუნდა, შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 7.3, Whoscored 7.0, Flashscore 7.0.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ტრავმების გამო „რეკორდმაისტერის“ შემტევები ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე შეცვალეს.

„ბაიერნს“ 21 ქულა აქვს, „დორტმუნდთან“ ერთად ლიდერია და მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

„კიოლნმა“ ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3 ფრედ დაასრულა, 2 წააგო, 10 ქულით მე-14 ადგილზეა და 28 ნოემბერს „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბაიერნი - კიოლნი 1:1

გოლები: 0:1 მური (12), 1:1 ბრაუნი (37)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები