ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
გერმანიის თასის 1/16-ფინალში „კიოლნმა“ „უნიონი“ 5:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩში ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოსულა.

გერმანიის თასის 1/16-ფინალში „კიოლნმა“ გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე „უნიონი“ 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.
„კიოლნი“ მომდევნო მატჩს ისევ „უნიონთან“ ჩაატარებს -1-ელ ნოემბერს, ბუნდესლიგის მერვე ტურში ბერლინში დაუპირისპირდება.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
კიოლნი - უნიონი 5:0
გოლები: 1:0 ელ მალა (32), 2:0 მაინა (51), 3:0 ელ მალა (60), 4:0 იოჰანესონი (78), 5:0 სებულონსენი (88)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…