ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
ლუკა ლოჩოშვილი ბუნდესლიგის მერვე ტურში „უნიონისა“ და „კიოლნის“ მატჩში სათადარიგო იყო. ქართველი მცველი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ გამოჩენილა მოედანზე.

ბუნდესლიგის მერვე ტურში „კიოლნი“ გასვლაზე „უნიონს“ ფრედ ეთამაშა - 1:1.
სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც 24 ოქტომბერს „შალკესთან“ მატჩის ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო, ზედიზედ მეორე შეხვედრაში სათადარიგო იყო.
„კიოლნი“ 9 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 8 ნოემბერს „ბაიერს“ უმასპინძლებს.
ბერლინი. „ან დერ ალტენ ფიორსტერაი“
უნიონი - კიოლნი 1:1
გოლები: 1:0 ჰაბერერი (10), 1:1 ელ მალა (79)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…