ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „კიოლნი“ „შალკესთან“ 0:0 დაზავდა. მასპინძელთა ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა მცირე ტრავმის გამო 90-ე წუთზე შეცვალეს.

ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „კიოლნმა“ სახლში „შალკესთან“ ქულები გაიყო - 0:0.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და მცირე ტრავმის გამო 90-ე წუთზე შეცვალეს. მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.3, Sofascore 8.0, Whoscored 7.8.
„კიოლნი“ ამ მომენტისთვის 8 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს გამართავს - თასის 1/16-ფინალში „უნიონს“ უმასპინძლებს.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
კიოლნი - შალკე 0:0
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…