პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...

ეროვნული ლიგის ტურის შედეგებით გაირკვა, რომ „სპაერი“ ადგილის შესანარჩუნებლად ფლეი აუტში ითამაშებს. „სპაერი“-„მეშახტის“ მატჩში კი ფაცაციამ შთამბეჭდავი გოლი გაიტანა, რომელიც სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე პრეტენზიას აცხადებს.

ტურის ორი ადრეული თამაშის შედეგებით გაირკვა, რომ "სპაერი" ყველა ვარიანტში ფლეი აუტის გზით ეცდება ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

ხოლო "გაგრას", რომელმაც უმოტივაციო "დილასთან" წააგო, ჯერ კიდევ რჩება მიზერული შანსი, დაეწიოს "სამგურალს", ოღონდ... იმ შემთხვევაში, თუ ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს, ხოლო წყალტუბოელები ყველას წააგებენ...

კახა ჩხეტიანმა აშკარად შეცვალა "მეშახტე" და ეს გამოჩნდა "სპაერთან" მატჩში, რომელში მაგრამ ტყიბულელებმა მანამდე იმდენი ქულა დაკარგეს, ახლა მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ, რომ პირდაპირი გავარდან აიცილონ, ოღონდ, ესეც "გაგრას" შანსს ჰგავს...

"სპაერი"-"მეშახტის" მატჩში გავიდა გოლი, რომელსაც აუცილებლად ექნება პრეტენზია სეზონის შესაბამის ნომინაციაში გამარჯვებაზე - კარისკენ ზურგით მდგომი ფაცაცია იღებს ბურთს, ტრიალდება და ჰაერიდან შორეულ ცხრიანში ურტყამს!

გაგრა-დილა 2:3

0:1 დიუფი (30, კანტეს პასით), 1:1 გოშთელიანი (33, ბლიზნიჩენკოს პასით), 1:2 დიუფი (44, ედჰარტის პასით), 2:2 ვანდერსონი (54, პენალტით), 2:3 ფარულავა (63)

გაგრა: ვორობეი, სადღობელაშვილი (ფეიქრიშვილი 65), ჭავჭანიძე, არსიჩი (პორფირიო 59), კლაუდინეი, ცინცაძე, ბლიზნიჩენკო (გურჩიანი 81), სკრიპნიკი (კეკელიძე 81), ვანდერსონი, ბორჟესი, გოშთელიანი

დილა: სანიკიძე, კიკაბიძე, არაუჟო, პუკეტი, ედჰარტი (ჯალაღონია 79), ანოფი, მენთეშაშვილი (გოგობერიშვილი 90+1), დიუფი, ფარულავა (გრაბოვსკისი 79), შეყილაძე (ეტუ 90+1), კანტე (მუსელიანი 83)

არბიტრი: ბექა კუნჭულია

სპაერი-მეშახტე 2:3

1:0 სამხარაძე (13, პენალტით), 1:1 ფაცაცია (32), 2:1 თ. ცეცხლაძე (56), 2:2 ფაცაცია (63, შუბითიძის პასით), 2:3 გაბისკირია (67, პაპუაშვილის პასით)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (ცალუღელაშვილი 88), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, ასკურავა (ბასილაშვილი 88), მაისურაძე (გოლუბიანი 74), ცირდავა, თ. ცეცხლაძე, გეგიაძე (ჯიბრილი 68), გ. ცეცხლაძე (ინჯგია 68)

მეშახტე: ტყეშელაშვილი, შუბითიძე, ზოტკო, პიმენტელი, უგრეხელიძე, გეგია (ბურდული 62), გაბისკირია (პიროგოვი 90+2), ჯიჯავაძე, პაპუაშვილი (ქანთარია 82), კვირკვია (ლიმა 62), ფაცაცია (შიკალო 90+2)

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები