VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „დილა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქუთაისურმა კლუბმა პლეი-აუტის ზონასთან სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა და ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსები გაიუმჯობესა.
"ტორპედომ" როგორც იქნა გაიმარჯვა და ისეთი პირი უჩანს, უკვე შეგვიძლია მივულოცოთ - ძალიან მაღალი ალბათობით ქუთაისური კლუბი პლეი აუტის გარეშე შეინარჩუნებს ადგილს ეროვნულ ლიგაში!
გაგაკვირვათ ამ სიტყვებმა? რამე არასწორად ვთქვით? მაშინ ჩავხედოთ ცხრილს - "ტორპედოს" მთელი 16 ქულა აშორებს "ევროზონისგან", პლეი აუტის ზონამდე კი, სანამ "დილას" დაამარცხებდა, სულ რაღაც 6 ქულა იყო სხვაობა, ახლა არის - 9.
შესაბამისად, შანსები საგრძნობლად გაიზარდა. ანალოგიურია "დილას" ამბავიც - ვიცე-ჩემპიონიც გადარჩენილია. თუმცა ეს მაინც, ჯერჯერობით, პროგნოზია...
ტორპედო-დილა 2:1
1:0 შულაია (17, სტამატოვის პასით), 1:1 შეყილაძე (35, კანტეს პასით), 2:1 პირესი (58, კუპრავას პასით)
ტორპედო: გოშაძე, კუპრავა (ითრაქი 80), ბუკია, ლაცაბიძე, სტამატოვი, ლომინაძე (სკორუპი 84), მამუჩაშვილი, პირესი, შულაია, დეისაძე (კოხრეიძე 69), ანდრიჩი
დილა: კერესელიძე, ეტუ, არაუჟო, პუკეტი (გოგობერიშვილი 80), ჯალაღონია (სანიანგი 73), ანოფი, ზარგარი (კობახიძე 73), დიუფი, მენთეშაშვილი (ფარულავა 80), შეყილაძე, კანტე (ედჰარტი 66)
არბიტრი: ცოტნე სამსონაშვილი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…