პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩი წყალტუბოს „სამგურალსა“ და „სპაერს“ შორის ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრაში მასპინძლებს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

მოგების უფრო მეტი შანსი "სამგურალს" ჰქონდა - ბოლო წუთების შტურმის დროს "სპაერი" რამდენჯერმე გადარჩა. ამას გარდა, მეორე ტაიმის დასაწყისში პაბულო რიანის თავური ხარიხას მოხვდა.

თბილისურ კლუბს სერიოზული მომენტი ცირდავას დარტყმის შემდეგ შეექმნა, როცა შორეული კუთხისკენ დარტყმული ბურთი ჯერ წყალტუბოელთა მეკარემ მოიგერია, მერე კი ხარიხას მოხვდა.

"სამგურალს" მოგება უფრო აწყობდა, მაგრამ არც ფრეა ტრაგედია. "სპაერი" კი თითქოს შეეგუა იმას, რომ პლეი-აუტის საშუალებით მოუწევს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ზრუნვა.

სამგურალი-სპაერი 0:0

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, შათირიშვილი, პატარკაციშვილი (პაბულო რიანი 46), გოგია, ვინისიუს გაბრიელი, გაფრინდაშვილი, ბიძინაშვილი (ჟან კარლოსი 46), შერგელაშვილი (მანჯგალაძე 65), ნ. ცეცხლაძე (სებოლინია 65), სირაძე (კრასოვსკი 74)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე (პირტახია 72), მაისურაძე, ასკურავა (ინჯგია 65), ცირდავა, თ. ცეცხლაძე (გოლუბიანი 81), გეგიაძე (ჯიბრილი 81), ლ. კოხრეიძე (ბასილაშვილი 81)

არბიტრი: ბაკურ ნინუა

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები