პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ - კობახიძე კალასის განცხადებაზე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინელი ხალხის ინტერესებით იქნება მიღებული, „რაც აქამდე არ ხდებოდა“. ამით ის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სანქციებზე აშშ-ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ - კობახიძე კალასის განცხადებაზე
რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს „არ შეუძლია ევროპის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე“.

12 ნოემბერს ირლანდიაში „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტის კულუარებში ქართველმა ჟურნალისტებმა კობახიძეს სთხოვეს კაია კალასის კომენტარის შეფასება.

„უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად“

„რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა“.

მანამდე კალასის ამ ფრაზას, - რომელიც მან 11 ნოემბერს უთხრა France 24-ს, - გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი და დაწერა:

„აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მიანიშნა, რომ რუსეთი არ წავა კომპრომისზე თავის ხისტ მოთხოვნებთან დაკავშირებით უკრაინაში ომის შესაწყვეტად, თუმცა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ფრონტის ხაზის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქში მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.

პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ შეარბილებს თავის ტერიტორიულ მოთხოვნებს უკრაინის იმ ნაწილების გაკონტროლების თაობაზე, რომელთა ანექსიასაც რუსეთი აცხადებს, და გამორიცხა უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ჯარების განლაგებაზე დათანხმება - ნაბიჯი, რომელიც, მისი თქმით, „ომის გაგრძელება“ იქნებოდა.

აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდნენ,

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები