პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იარაღის კანონიერი გამოყენების პრეზუმფციას ითვალისწინებს - კანონის თანახმად, პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იარაღის გამოყენებისას ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პოლიციელებისა და ჟანდარმების მიერ იარაღის გამოყენებისას კანონიერების პრეზუმფცია იმოქმედებს. მემარცხენე ოპოზიცია ინიციატივას ეწინააღმდეგება, მას „მკვლელობის ლიცენზიას“ უწოდებს და საკონსტიტუციო საბჭოში გასაჩივრებას აპირებს.

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იარაღის კანონიერი გამოყენების პრეზუმფციას ითვალისწინებს - კანონის თანახმად, პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იარაღის გამოყენებისას ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ
იმედინიუსი

საფრანგეთის პარლამენტმა პარასკევს საბოლოოდ მიიღო მწვავე კამათის საგნად ქცეული კანონპროექტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იარაღის კანონიერი გამოყენების პრეზუმფციას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში უმრავლესობით წარმოდგენილმა მემარჯვენე ძალებმა, ცენტრისტების უმრავლესობამ და „ეროვნულმა გაერთიანებამ“. დოკუმენტი 205 ხმით 110-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. მემარცხენე ოპოზიცია, რომელიც კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას „მკვლელობის ლიცენზიას“ უწოდებს, საკონსტიტუციო საბჭოსთვის მიმართვას აპირებს, რათა მისი ძალაში შესვლა შეაჩეროს.

თავდაპირველი ვერსიით კანონპროექტი სამართალდამცველთა მხრიდან თავდაცვის პრეზუმფციას ითვალისწინებდა, თუმცა ეროვნულ ასამბლეაში განხილვისას მთავრობამ ტექსტის ფორმულირება შეცვალა. განახლებული ჩანაწერის მიხედვით, მიიჩნევა, რომ იარაღის გამოყენებისას პოლიციელები და ჟანდარმები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი ბოლო კვირების საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. პარალელურად, ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციას, რომელიც ინიციატივას ეწინააღმდეგება, 700 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საფრანგეთში, პოლიციის შესახებ ახალმა კანონპროექტმა საპროტესტო აქციები გამოიწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები