შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერ ნიკო მანაგაძეს „პავლიკა მოროზოვს“ უწოდებს, რადგან მან ფონიჭალაში დაზარალებულებისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ ბინების შეძენა გააკრიტიკა.

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოპოზიციონერ ნიკო მანაგაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კერძოდ, კუჭაშვილი აზიარებს მანაგაძის პოსტს, რომელიც ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის “ქართული ოცნების”
დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ბინების შეძენასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. იგი ოპოზიციონერს პავლიკა მოროზოვს უწოდებს.
“საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!” - წერს შაკო კუჭაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…