ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შაკო კუჭაშვილი გახარიას პარტიაზე: ჯერ ხმების მოპოვების მიზნით ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენ

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებებს ავრცელებს. მისი თქმით, პარტია ადრეც ცდილობდა ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას და ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

შაკო კუჭაშვილი გახარიას პარტიაზე: ჯერ ხმების მოპოვების მიზნით ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენ
შაკო კუჭაშვილი გახარიას პარტიაზე: ჯერ ხმების მოპოვების მიზნით ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენრუსთავი 2

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც გახარიას პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, გახარია „ზღვარს გადავიდა“ და მისი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

"მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

ჯერ იყო და, ამომრჩევლის შეცდომაშიშეყვანისა და ხმების მოპოვების მიზნით, ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენ.

ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება, ქართველი ხალხის ინფორმაციული ტერორი გატარდება ან შერჩება.

იმ ხალხს, ვინც არაერთგზის ნახა თქვენი სახე, ვერცერთი ბინძური ხერხით ვერ მოატყუებთ,“- წერს შაკო კუჭაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.