ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შაკო კუჭაშვილი: „მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით

სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო. კუჭაშვილის თქმით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და უპასუხოდ არ დარჩება.

შაკო კუჭაშვილი: „მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით
შაკო კუჭაშვილი: „მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტითPOSTV

„მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც გახარიას პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, გახარია „ზღვარს გადავიდა“ და მისი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

„მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

ჯერ იყო და, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისა და ხმების მოპოვების მიზნით, ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენ.

ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება, ქართველი ხალხის ინფორმაციული ტერორი გატარდება ან შერჩება.

იმ ხალხს, ვინც არაერთგზის ნახა თქვენი სახე, ვერცერთი ბინძური ხერხით ვერ მოატყუებთ“, – წერს შაკო კუჭაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გახარიას პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები