პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გუდაურში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა - გუდაურში მდებარე კაფე ,,ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია

გუდაურში მდებარე კაფე „ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია აცხადებს, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურა ვითარდება, ემატება სასრიალო ტრასები და ფართოვდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

გუდაურში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა - გუდაურში მდებარე კაფე ,,ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია
იმედინიუსი

გუდაურში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რა სამუშაოები მიმდინარეობს და როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუდაურში მდებარე კაფე „ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია.

მისი თქმით, გუდაურს ახალი სასრიალო ტრასები შეემატება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გაფართოება კი, კურორტის ბუნებრივ თოვლზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

„ეს ნიშნავს ახალ ტრასებს, ნაკლებ დამოკიდებულებას ბუნებრივ თოვლზე და უფრო კონკურენტუნარიან კურორტს. თუ გვინდა, რომ საქართველო რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე სათხილამურო ტურიზმის სერიოზული მოთამაშე გახდეს, ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აუცილებელია. ამისთვის კი, შესაბამისი ფინანსური რესურსიც უნდა არსებობდეს“, - წერს ნინო ხაჟომია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
წელს გუდაურში 31 მილიონ ლარს ვხარჯავთ. განახლებული ინფრასტრუქტურა კურორტის გრძელვადიანი განვითარების მთავარი საფუძველია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის - ლევან დარსალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები