პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომან კაკულია: ევროპელ ლიდერებს სხვა არგუმენტი, გარდა საომარი რიტორიკისა, არც საკუთარი მოსახლეობისათვის პრობლემების ასახსნელად აქვთ და არც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ნატო

რომან კაკულია აცხადებს, რომ ევროპელ ლიდერებს საკუთარი მოსახლეობისთვის პრობლემების ასახსნელად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად საომარი რიტორიკის გარდა სხვა არგუმენტი აღარ აქვთ, ხოლო მათი შესაძლებლობები ამოწურულია.

რომან კაკულია: ევროპელ ლიდერებს სხვა არგუმენტი, გარდა საომარი რიტორიკისა, არც საკუთარი მოსახლეობისათვის პრობლემების ასახსნელად აქვთ და არც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად
იმედინიუსი

ესენი ერთმანეთთან შეთანხმდებიან თუ არა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამივე ამ ქვეყანას სხვადასხვა ინტერესები აქვს და სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ ის ახალი მსოფლიო, რომელზე შეთანხმებასაც აპირებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების შეხვედრის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ისიც კი არ არის დაზუსტებული, რომ ამ სამ ძალას ერთი და იგივე შეხედულება აქვთ და მხოლოდ გავლენათა სფეროებიღა დარჩა გადასანაწილებელი.

რომან კაკულიამ ბერლინში გამართული, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„იცით, აქამდე რატომ ვერ იღწეოდა მშვიდობა? ძალიან ბევრ დეკლარაციაში წერია „თავისუფლებისა და განუყოფელი უსაფრთხოების შესახებ“ ტერმინი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთი მხრივ ამ დოკუმენტებით ამტკიცებს, რომ არც ერთ სახელმწიფოს აქვს უფლება, საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს ისე, რომ სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოება დააზიანოს. მაგრამ იგივე დოკუმენტებში სულ ეწერა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, გახდეს ნებისმიერი იმ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომლის სურვილიც მას აქვს. ეს ორი შეხვედრა ამ ორი წინააღმდეგობრივი პუნქტის ფოტოებით დემონსტრაცია იყო. აქამდე ვერავინ მოიფიქრა, ეს ორი პუნქტი ერთმანეთთან შესაბამისობაში როგორ მოიყვანონ. ეს არის მსოფლიოს პრობლემა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმიტომ დადგა ეს პრობლემა, რომ ადამიანებს ეგონათ, რომ იმხელა ტრაგედია იყო ნანახი, რომ ამ გაკვეთილის შემდეგ ადამიანი ცოტა სხვა გაკვეთილით გამოვიდოდა ახალ მსოფლიოში და შეძლებდა, მშვიდობის საფუძველი მორალური კონსენსუსი გამხდარიყო და არა ძალა”, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 2022 წლის მოცემულობა სხვა იყო, როდესაც ნატოში უკრაინის მიწვევის საკითხი გადაიდო და ახლა ამ საკითხს კვლავ უნდა დაუბრუნდნენ.

„ევროპელების განცხადება ერთია და მეორეა მათი შესაძლებლობები, რომელიც ამოწურულია.

ევროპელ ლიდერებს სხვა არგუმენტი, გარდა საომარი რიტორიკისა, არც საკუთარი მოსახლეობისათვის პრობლემების ასახსნელად აქვთ და არც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასეთი განცხადებები მაკრონსაც და სხვებსაც ბევრჯერ გაუკეთებიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა მშვიდობისკენ მიმავალი არ არის”, - აღნიშნა კაკულიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მსოფლიო წესრიგი იცვლება და იმ მაგიდასთან, სადაც ახალი წესრიგის საბოლოო კონტურები გამოიკვეთება, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება ჩინეთი, ეს მთელმა მსოფლიომ იცის" - რომან კაკულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები