პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე ექსპორტიორებს შეხვდა და საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომელიც ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ
იმედინიუსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე ქართველ ექსპორტიორებს შეხვდა და მათ საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე იმ ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ექსპორტიორები პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.

პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის სტიმულირება ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების გზით, 2 ძირითად კომპონენტს მოიცავს - საერთაშორისო გადაზიდვები (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) და სამიზნე საექსპორტო ქვეყანაში პროდუქციის დასაწყობება.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

„ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა შეძლონ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საექსპორტო შესაძლებლობები და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები