პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ფინანსური ინსტრუმენტებითა და ექსპორტის მხარდაჭერით მომდევნო 10 წელიწადში ქართულ ეკონომიკაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიცია წახალისდება.

ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
იმედინიუსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას მისმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, კორპორაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, მისი თქმით, კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა.

„მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზარდოს და მსხვილი სტრატეგიული, სტრატეგიული ობიექტები აშენდეს. სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამებით 16 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას წავახალისებთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით 7 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

ამასთან, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილია 2000 ექსპორტიორის მხარდაჭერა, რაც, მისი შეფასებით, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 2500 ექსპორტიორია.

„მხარს დავუჭერთ ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით 16 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება კერძო საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა, ისეთი აქტივების, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯამურად აღნიშნული წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე: აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება განახლებული მიდგომა და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
  5. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები