პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი გაბრიაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, კორპორაცია კომპანიებში წილობრივ მონაწილეობასა და სესხების გაცემას დაიწყებს. მისი თქმით, მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკაში დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტიციის წახალისება.

ირაკლი გაბრიაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში
იმედინიუსი

კორპორაცია ინარჩუნებს ყველა იმ მხარდაჭერის მექანიზმს, რომლითაც ისარგებლა ათეულობით ათასმა ადამიანმა. ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო საგარანტიო სქემა, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმები, მაკროსესხები, ექსპორტის მხარდაჭერის მექანიზმები და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამები კარგად არის ცნობილი მეწარმეებისთვის.

„იზრდება და ფართოვდება კორპორაციის მანდატი და პირველი გაფართოება გამოიხატება ინსტიტუციური მიდგომების და პროგრამების გაფართოებაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კორპორაცია დაიწყებს სესხების გაცემას, კორპორაცია დაიწყებს პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას კომპანიებში, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ ფონდებში ინვესტირებას, ხელს შევუწყობთ ფაქტორინგის პროდუქციის ჩამოყალიბებას და დანერგვას. ყველაფერი ეს გამოიწვევს ფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში. ტრადიციული მექანიზმებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 16 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიციას შევუწყობთ ხელს. ახალი ინსტრუმენტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას შევუწყობთ ხელს. ჯამური მიზანია, რომ დაახლოებით 40 მილიარდი ლარის დამატებით ინვესტიციას შევუწყოთ ხელი და წავახალისო მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე: აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება განახლებული მიდგომა და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
  6. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში - ირაკლი ნადარეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები