პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: გამოკვლევის საგანია ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა საქართველოში ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, სადაც დასაშვები იყო ადამიანის უფლებათა შელახვა, ქონებრივი უფლებების დარღვევა, პატიმრების უფლებებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ვითარება, სადაც წახალისებული იყო ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა.

თენგიზ შარმანაშვილი: გამოკვლევის საგანია ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა საქართველოში ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, სადაც დასაშვები იყო ადამიანის უფლებათა შელახვა, ქონებრივი უფლებების დარღვევა, პატიმრების უფლებებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12 საათზე განახლდა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამენ. კითხვები ეხება სხვადასხვა თემას, მათ შორის, თუ რა მტკიცებულებები აქვს მოსარჩელეს ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე და აქციებზე ძალადობრივ მოვლენებზე. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს კონკრეტული ფაქტებით უპასუხა. მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომლებითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყურადღების გადატანა სხვადასხვა საკითხზე სურს, რადგან ეს მათი ტაქტიკის ნაწილია.

"მათ უნდათ ძირითადი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანონ. მათი ტაქტიკაა, რომ მათი პარტიის გასამართლება და ის კი არ ხდება აქ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურია თუ არა, უნდათ რომ აქეთ შემოგვიტრიალონ. თითქოს ახლა უნდა განვსაჯოთ რამდენად სწორად მოქმედებდა საგამოძიებო კომისია, რამდენად სწორად აკეთებდა ესა თუ ის პოლიტიკოსი განცხადებას და ასე შემდეგ.

აქ არის გამოკვლევის საგანი ის, რომ შენ შექმენი საქართველოში ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, ის ვითარება, სადაც დასაშვები და წახალისებული იყო ადამიანის უფლებათა მასობრივი შელახვა, ქონებრივი უფლებების დარღვევა, პატიმრების უფლებებზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ქუჩაში ადამიანს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი რას გაუკეთებდა და მერე ეს დანაშაული როგორ მიიჩქმალებოდა კაცმა არ იცოდა,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები