პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში რეპრესიული აპარატისა და სისტემური დანაშაულებების შექმნაში დაადანაშაულა.

თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა
იმედინიუსი

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ.

„როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშარმანაშვილი "ნაცმოძრაობას": ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, გამოძიებაში, ყველაფერში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერთია რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა, თუ თეორიულად მოგეცემა საშუალება, გაიმეორებ თუ არა. ამართლებენ ყველა არაკანონიერ, არაკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდეც - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები