პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეამოწმეთ სახლები! - სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ

ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარებისა და წესების დარღვევის გამო 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 მოიწამლა; „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ქსელების შემოწმებისკენ მოუწოდებს.

შეამოწმეთ სახლები! - ეს არის გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები გასცემენ.

რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან იყოს აცილებული? - სპეციალისტების განმარტებით, ცივი სეზონის დადგომისთანავე, ვიდრე ჩართავთ გათბობის სისტემას, უნდა დარეკოთ "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე და გამოიძახოთ სპეციალისტები.

„ყოველწლიურად ერთხელ მაინც შევდივართ და ვამოწმებთ ამ სახლებში გაზის ქსელის და გაზის დანადგარების მდგომარეობას. რამდენად უსაფრთხოა, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული. თუმცა ჩვენი გამოსვლის შემდეგ არ უნდა მოხდეს ქსელზე თვითნებური ჩარევები, არ უნდა მოხდეს თვითნებური გადაკეთება, ასევე ყველა ადამიანმა უნდა გაათვითცნობიეროს ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაათვითცნობიერონ, რომ ჩვენ, ჩვენს სახლში, ჩვენ არსებულ დანადგარებზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ.

სამწუხაროდ, ესეთი ფაქტები არსებობს, ეს გულისხმობს თვითნებურად დანადგარის გადაადგილებას, ქსელის დაგრძელებას, გაათვითცნობიეროს, რომ საფრთხეს უქმნიან თავის თავს, მეზობლებს და ყველა გარშემომყოფ ადამიანებს.

როდესაც გაზის სუნს იგრძნობენ, რა თქმა უნდა, უნდა დარეკონ ჩვენთან, პარალელურად უნდა განიავონ ფართი, ეს თუ დახურულ სივრცეშია, გადაკეტონ გაზის ონკანი თუ ეს შეუძლიათ და ასევე საჭიროების შემთხვევაში დაელოდონ ჩვენს ჯგუფს და ჩვენი ჯგუფი ადგილზე მოვიდა. მოხდეს პრევენცია, ძალიან რთული სიტუაციაა. გამოსავალი არსებობს, ჩემი მოსაზრებით მხოლოდ ერთი, ეს უნდა იყოს ალბათ კანონმდებლობის დონეზე დაშვებული, რომ დამონტაჟებული იყოს ყველა სახლში და სავალდებულო იყოს გაზის დეტექტორი. გაზის დეტექტორი არის ხელსაწყო, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, ეს არის სენსორი, რომელიც გრძნობს გაზის არსებობას და ელექტროსარქველი. ელექტროსარქველი სიგნალს იღებს სენსორისგან და ამ მისამართზე ან ამ ფართში ხდება გაზომარაგების ავტომატური შეწყვეტა“ - აცხადებს "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2026 წლის 10 თვეში „თბილისი ენერჯიმ“ დედაქალაქის მასშტაბით გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

Bm.ge-სთვის მოწოდებულ სტატისტიკაში ასახულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის სპეციალისტებმა სულ 274 777 აბონენტი შეამოწმეს და უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა გამოავლინეს.

სად არღვევენ წესებს ყველაზე ხშირად?

დარღვევების რაოდენობით დედაქალაქის უბნებს შორის პირველ ადგილზე ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონია, ყველაზე ნაკლები დარღვევა კი ვაკე-წყნეთის ტერიტორიაზე აღირიცხა:

ჩუღურეთი – ნაძალადევი: 3 255 დარღვევა

სამგორი – ვარკეთილი: 2 781 დარღვევა

გლდანი – სანზონა: 2 140 დარღვევა

ისანი – ვაზისუბანი: 1 895 დარღვევა

მთაწმინდა – კრწანისი: 1 589 დარღვევა

საბურთალო – ნუცუბიძე: 1 385 დარღვევა

დიდუბე – დიღომი: 1 220 დარღვევა

ვაკე – წყნეთი: 1 059 დარღვევა

გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟსა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვა:

ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარების შედეგად მხუთავი აირით (CO-თი) ინტოქსიკაცია 32-მა ადამიანმა მიიღო; აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს.

გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114. ზარის განხორციელება და მომსახურება სრულიად უფასოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი ლეფსვერიძე: ბინაში 99% რომ იყოს ჟანგბადი და 1% CO რომ შეერიოს, 2-დან 5 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. CO არასრული წვის პროდუქტია, არასრული წვა კი იმიტომ ხდება, რომ მოქალაქე ყიდულობს ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარს და ამონტაჟებინებს ადამიანს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები