ტრაგედიით მანიპულირება და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ქმედებები ადამიანური ღირებულებებისაგან შორსაა
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს აფეთქების ტრაგედიით მანიპულირებასა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპონენტების ქმედებები ამორალურია და ადამიანური ღირებულებებისგან შორს დგას.
პირი, რომელიც ტრაგიკულ მოვლენებს აანონსებს - სოსო სიმონიშვილია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ოპოზიციის მხარდამჭერმა ექსპერტმა, ეს განცხადება ორთაჭალაში ბინის აფეთქებაზე საუბრის დროს გააკეთა. სიმონიშვილი პირველი არაა, ვინც ტრაგედიით სპეკულირებს. აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის სათავისოდ გამოყენება არასამთავრობო ორგანიზებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც სცადეს. მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილიც.
უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. წელს ევროპული სახელმწიფოების არასრული ჩამონათვალი, სადაც ტრაგედია დატრიალდა ასე გამოიყურება: ავსტრია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და შვეიცარია.
მმართველი გუნდის განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიციის მიზანი ტრაგედიით სპეკულირებაა. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპონენტები საკუთარი მიზნის მისაღწევად ამორალურ გზებს მიმართავენ.
თავად ოპოზიციაში კი, მათი მხარდამჭერებისა და თანაპარტიელების განცხადებებს იზიარებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ქმედებები ადამიანური ღირებულებებისაგან შორსაა. კანონმდებლების განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ტრაგედიით მანიპულირება და მსხვერპლის მეშვეობით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა.
აფეთქება ფონიჭალაში გუშინ მოხდა. ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…